სიახლეები

ლევან კობიაშვილმა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

სფფ
გაუზიარე

4 თებერვალს, სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2027 წელს დაგეგმილ უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს ალბანეთისა და სერბეთის ფეხბურთის ფედერაციები უმასპინძლებენ. 

16-გუნდიანი ჩემპიონატის მატჩებს ალბანეთის და სერბეთის რვა სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირის გახსნის ცერემონია სერბეთში, ფინალი კი ალბანეთში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.