მიხეილ მესხის სახელობის 17-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999-ის ასაკობრივი გუნდი გახდა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრები ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დააჯილდოვა.
იბერია 1999-ის 17-წლამდელთა გუნდმა გათამაშება 63 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე და მესამე ადგილებზე კი დინამო თბილისის პირველი და მეორე გუნდები გავიდნენ.