17 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სფფ-ის მსაჯთა განყოფილების სეზონის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ესწრებოდნენ.
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსმა, ჯუნეტ ჩაქირმა მსაჯებს სეზონის დასრულება მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მსაჯების საერთაშორისო წარმატებას ბოლო პერიოდში. მათ შორის, ქართველ მსაჯთა ბრიგადის მუშაობას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში, რაც ისტორიაში პირველად სწორედ მიმდინარე სეზონში მოხდა. ასევე, საუბარი შეეხე სამომავლო გეგმებს.