სიახლეები

დინამო თბილისი 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

სფფ
გაუზიარე

გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი გახდა. 

გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით „დინამო თბილისის“ აკადემიაში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. 

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი 59 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 53 ქულით იბერია 1999 გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე ბათუმის დინამოს ასაკობრივი გუნდი გავიდა.