სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი გახდა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით „დინამო თბილისის“ აკადემიაში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დააჯილდოვა.
„დინამო თბილისის“ 15-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი 69 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 50 ქულით სფფ-ის ქუთაისის აკადემია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 45 ქულით იბერია 1999-მა დაიკავა.