საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და უეფას ორგანიზებით, საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის ყოველწლიური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა.
მონაწილეთა შორის იყვნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ლიგა 3-ის, ქალთა ლიგის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები.
კურსის პირველ დღეს, მსმენელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა, ისაუბრა კურსის და განათლების მნიშვნელობაზე და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
მერაბ ვარძუკაშვილის ხელმძღვანელობით, კურსის მონაწილე ექიმებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.