საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 9-11 დეკემბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.
აღნიშნული კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსის მეორე მოდულს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, უეფას მეკარეების მწვრთნელთა ჯგუფის ექსპერტი, მარტ პუმი და უეფას ინსტრუქტორი მეკარეების მწვრთნელთა განათლებაში ადრიან ტაკერი ესწრებოდნენ.
მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსის ექვსი მოდულისგან შედგება. კურსზე 16 მონაწილე ირიცხება.