ფიფამ დაადასტურა მსაჯთა სია, რომლებსაც 2025 წელს ფიფას მსაჯის სამკერდე ნიშნის ტარების უფლება ექნებათ.
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს შეუერთდნენ ალეკო აფუციაური და გიორგი ავაზაშვილი, ხოლო საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტების რიგებს ელენე ელოშვილი და სოფიკო რიჟამაძე შუერთდნენ. საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯი გახდა ბაკურ ნინუა.
ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსი): "მეტად მოხარული ვართ ქართული ფეხბურთის წინსვლითა და ეროვნული ნაკრების წარმატებებით, რაც ფეხბურთის ფედერაციის გრძელვადიანი გეგმების იმპლემენტაციის შედეგს წარმოადგენს.
აღნიშნული პროცესებისა და ჩვენი მსაჯების წარმატებული მსაჯობის შედეგად, ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებით, ფიფას მსაჯის კატეგორიაში ქართველი კაცი არბიტრების რაოდენობა გაიზარდა და ამიერიდან საქართველოს სამის ნაცვლად, საერთაშორისო კატეგორიის ოთხი მსაჯი ეყოლება.
მოხარული ვართ საფეხბურთო საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი მსაჯების მიერ მიღწეული წარმატებებით გამოწვეული სიხარული, რაც გეგმაზომიერი სამუშაო პროცესის შედეგია".
2025 წლისთვის ფიფას საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯთა სია კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები
- გიორგი ყრუაშვილი
- გოგა კიკაჩეიშვილი
- ალეკო აფციაური
- გიორგი ავაზაშვილი
- თეონა სტურუა
- მზევინარ შარაშენიძე
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის ასისტენტები
- ლევარ ვარამიშვილი
- ზაზა ფიფია
- დავით ახვლედიანი
- დავით გაბისონია
- დავით ჩიგოგიძე
- გიორგი ელიკაშვილი
- სოფო წულაია
- ელენე ელოშვილი
- სოფიკო რიჟამაძე
საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯები
- გიორგი ავაზაშვილი
- ბაკურ ნინუა
საერთაშორისო კატეგორიის ფუტსალის მსაჯი
- ზვიად ბლიაძე
ბიჩსოკერის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
- კახა ვასაძე