სიახლეები

სპაერი საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს თასი
გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2025 წლის გათამაშების გამარჯვებული თბილისის სპაერი გახდა. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისი პენალტების სერიაში დაამარცხა. 

ფინალურ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, სპაერმა გიორგი დავითის ძე ცეცხლაძის გოლით გახსნა. დინამომ მეტოქეს მეორე ტაიმში უპასუხა და 5-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა. 64-ე წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გაათანაბრა, 68-ე წუთზე კი, საბა ხვადაგიანმა დააწინაურა საკუთარი გუნდი.

სპაერმა ანგარიშის გათანაბრება 88-ე წუთზე, საბაბ გეგიაძის გოლით მოახერხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

11-მეტრიანების სერიაში სპაერმა მეტოქეს 5:4 სძლია და ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული. 

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდები სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვეს