სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს.

მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის მატჩი ზაგრების დინამოსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის ხორვატიის დედაქალაქში, 27 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.