სიახლეები

ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

21 ნოემბერს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე სათამაშო დღის შეხვედრას ვოლერენგასა და მიუნხენის ბაიერნს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილის განსჯის. მას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება. 

შეხვედრა ოსლოში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.