სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

ეროვნული ნაკრების შეკრების ფარგლებში, 12-14 ნოემბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული ჩატარდა. მესამე მოდული შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. 

აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე და საკვალფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. 

სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება.