საქართველოს ფეხბურთის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 21-24 ოქტომბერს, ქუთაისში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის პირველი მოდული გაიმართა.
2024 წლის C ლიცენზიის რიგით მეხუთე კურსში ჩართულები არიან ლიცენზიის მაძიებლები დასავლეთ საქართველოდან. კურსზე, რომელიც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, 30 მონაწილე ირიცხება.
C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემა