სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსები დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო.

15-18 და 28-31 ოქტომბერს, კურსის პირველი მოდული გაიმართა. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თითოეულ კურსზე 25 მსმენელი ირიცხება. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.