სიახლეები

გიორგი ყრუაშვილი ფინეთისა და ინგლისის მატჩს განსჯის

მსაჯები
გაუზიარე

ერთა ლიგის მატჩს ფინეთსა და ინგლისის ნაკრებებს შორის გიორგი ყრუაშვილი განსჯის.

ქართველი მსაჯის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური იმუშავებს.

ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა 13 ოქტომბერს, ჰელსინკიში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.