სიახლეები

ნიკოლოზ ჯღარკავას MESGO-ს მაგისტრის ხარისხი მიენიჭა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ უეფას საგანმანათლებლო კურსის „გლობალური სპორტის მმართველობის“ (MESGO) მაგისტრის ხარისხი მიიღო.

კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომი უეფა-ს გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა და უეფას გენერალური მდივანის მოადგილემ, ჯორჯიო მარკეტიმ გადასცეს.

MESGO საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სპორტში არსებული იურიდიული, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. ამას გარდა, ეხება ისეთ გლობალურ საკითხებს, რომელსაც დღეს სპორტული ორგანიზაციები აწყდებიან, მათ შორის, კომერციული უფლებები, გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიდოპინგი, სოციალური პასუხიმსგებლობა, კარგი მმართველობა და სხვა.

ორწლიანი სასწავლო კურსი განკუთვნილია ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის და თითოეული მოდული მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ მსოფლიო დონის სპიკერებისგან მიიღონ პრაქტიკური და თეორიული ცოდნა.