საქართველოს ფეხბურთის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 16 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის პირველი მოდული გაიმართა.
2024 წლის C ლიცენზიის რიგით მეექვსე კურსზე 30 მონაწილე ირიცხება. კურსი შედგება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.