საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 24 სექტემბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსის დაიწყო.
აღნიშნული კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსის პირველი მოდულს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, უეფას მეკარეების მწვრთნელთა ჯგუფის ექსპერტი, მარტ პუმი ესწრება.
კურსი დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართა და კურსის მსმენელებს წარმატება უსურვა.
მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსის ექვსი მოდულისგან შედგება. კურსზე 16 მონაწილე ირიცხება.