სიახლეები

საქართველო - მილანი | მედიისთვის საჭირო ინფორმაცია

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ.

20 სექტემბერს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში გაიმართება. 21 სექტემბერს, სასტუმრო სვისოტელში,11:00 საათზე საერთო მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება. ვარჯიშზე და პრესკონფერენციაზე მხოლოდ მატჩზე აკრედიტებული მედია დაიშვება. 

მედია აკრედიტაციები 20 სექტემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში გაიცემა.