საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქარველოს ნაკრების და მილანის ლეგენდები შეხვდებიან. ვარსკვლავური მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.
ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.