სიახლეები

ქართული სამსაჯო გუნდი უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

22 აგვისტოს, უეფას კოფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ჩეხური მლადა ბოლესლავი უნგრულ პაკსს უმასპინძლებს.  

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. 

ისტორიაში პირველად, უეფას საკლუბო ევროტურნირების მატჩს სრულად ქართული სამსაჯო გუნდი მოემსახურება. მსაჯის ვიდეო რეფერი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი გიორგი ავაზაშვილი. 

მლადას და პაკსის შეხვედრა ჩეხეთში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.