საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
B ლიცენზიის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, შევსოთ B ლიცენზიის სარეგისტრაციო ფორმა. A ლიცენზიის კურსზე რეგისტრაციისთვის კი, გთხოვთ, გამოიყენოთ აღნიშნული ბმული.
კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. კურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ადგილზე წარმოადგინოთ ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.