საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 22 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მიმდინარე მესამე კურსის მეოთხე მოდული ჩატარდა. მოდული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.
კურსის მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.
სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი ახალ სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის გახსნას აგვისტოში გეგმავს. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ განაცხადი C, B და A ლიცენზიის კურსებზე გააკეთონ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სფფ-ის მიერ უკუკავშირი გასაუბრებასთან დაკავშირებით მათ მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელ. ფოსტის მისამართზე მოხდება.