16 ივლისს, ქართველი მსაჯები ორ საერთაშორისო მატჩს მოემსახურებიან.
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესტონეთისა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის თეონა სტურუა განსჯის. მას ასისტენტობას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი მზევინარ შარაშანიძე იქნება. შეხვედრა ტარტუში, თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას სლოვენიურ ცელიესა და ესტონურ ფლორას შორის გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მასთან ერთად მატჩზე დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია და ალეკო აფციაური იმუშავებენ.
მატჩი სლოვენიაში, ქალაქ ცელიაში გაიმართება და თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.