სიახლეები

მწვრთნელთა განათლების ტუტორთა კურსის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 17 და 18 ივლისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების ტუტორთა კურსის მესამე მოდული გაიმართა. 

დასკვნითი მოდულის ფარგლებში, პირველი და მეორე მოდულისას მიღებული თეორიული ცოდნის მოედანზე, პრაქტიკაში გადატანა მოხდა. 

ტუტორთა კურსზე 12 მონაწილე ირიცხებოდა. კურსის დასკვნით მოდულს მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული დაესწრო.