17-21 ივლისს, ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა, ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 გაიმართება.
ტურნირში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილებას. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფის გუნდები (უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარლგებში იასპარეზებენ.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფიში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
აღნიშნული ტურნირისთვის, ბათუმის ბულვარში ახალი სტადიონი აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე
17 ივლისი | საქართველო - ლატვია | 19:00
19 ივლისი | საქართველო - უნგრეთი | 20:30
ტურნირის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე.
მედიის საყურადღებოდ: ტურნირზე აკრედიტაციის მისაღებად დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს ელ-ფოსტის საშუალებით [email protected]