საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა.
ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ. ასევე ეროვნული გუნდის სტაფის წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.