სიახლეები

28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

სუპერთასი
გაუზიარე

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 28 ივნისს შედგება. 

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი იბერია 1999 და ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - დინამო თბილისი და ტორპედო ქუთაისი. 

28 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში იბერია 1999 დინამო თბილისს შეხვდება, ხოლო დინამო ბათუმი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

იბერია 1999 - დინამო თბილისი | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00

  • არბიტრი - ბ. ნინუა
     
  • პირველი ასისტენტი - დ. ახვლედიანი
  • მეორე ასისტენტი - დ. გაბისონია
     
  • მეოთხე მსაჯი - ი. იზორია
  • ვიდეო მსაჯი - გ. კიკაჩეიშვილი
  • ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გ. ელიკაშვილი

დინამო ბათუმი - ტორპედო | აჭარაბეთ არენა | 21:00

  • არბიტრი - ა. აფციაური
     
  • პირველი ასისტენტი - დ. ჩიგოგიძე
  • მეორე ასისტენტი - ბ. ჟვანია
     
  • მეოთხე მსაჯი - ი. შენგელია
  • ვიდეო მსაჯი - გ. ავაზაშვილი
  • ვიდეო მსაჯის ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი