სიახლეები

სფფ-ში საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

7 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. 1/16-ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე 10 ივნისს, მესამე ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

1/8-ფინალური ეტაპიდან საქართველოს თასის გათამშებას ევროტურნირებზე მოთამაშე ქართული გუნდები - დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, საბურთალო და ტორპედო შეუერთდებიან.