სიახლეები

მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

სფფ
გაუზიარე

3 ივნისს, მარენულში, ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. სტადიონის გახსნის ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ღონისძიებას ესწრეობდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი. 

სტადიონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ბავშვთა გუნდის საჩვენებელი ვარჯიში. ღონისძიებას საფეხბურთო კლუბ ალგეთის ფეხბურთელები ესწრებოდნენ, რომლებიც საშინაო მატჩებს სწორედ ახალ არენაზე გამართავენ. 

ახალ სტადიონზე მოეწყო 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებით, რას ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას. 

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.