სიახლეები

ქართველი არბიტრების საერთაშორისო დანიშვნები

მსაჯები
გაუზიარე

უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ყაზახეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

მატჩის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება, მას ასისტენოტბას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ, ხოლო თეონა სტურუა მეოთხე არბიტრი იქნება.ყაზახეთისა და სომხეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 4 ივნისს, ალმათიში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

პირველიდან ივნისს, ფრანგულ ევიან ლე ბენში ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირის ერთ-ერთი მსაჯი, ქართველი არბიტრი, კობა რევაზაშვილია. ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები. ტურნირი 8 ივნისს დასრულდება.