სიახლეები

მწვრთნელთა განათლების ტუტორთა კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 27 და 28 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების ტუტორთა კურსის მეორე მოდული გაიმართა. 

კურსი 3 მოდულისგან შედგება და მოქცეულია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტებში. პირველი მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე სასწავლო პროცესის პრაქტიკულ სიმულირებას.

მიმდინარე კურსზე 12 მონაწილე ირიცხება. კურსის პირველი მოდულის მსგავსად, მეორე მოდულს უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული დაესწრო.