საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIV რიგითი ყრილობა 4 ივნისს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართება.
ყრილობის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებდთან ერთად, სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტის და ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი იქნება გაწეული საქმიანობის ანგარიში და ფინანასური ანგარიში. დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი.
რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ყრილობა 11:00 საათზე. ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხზე შემოგთავაზებთ.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ღონისძიების აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე: [email protected], მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება.