უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის 2023 წლის კურსის მსმენელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შესაბამისი ლიცენზიები გადაეცათ.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში თექვსმეტმა მსმენელმა მიიღო მონაწილეობა. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
აღნიშნული ჯგუფი უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მესამე გამოშვებაა. ამასთან, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას უეფას მწვრთნელთა კონვენციაში შესაბამის დონეზე წევრობა 2022 წლიდან აქვს მინიჭებული.
უეფას მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე და უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების ექსპერტი, მარტ პუმი ესწრებოდნენ. ასევე, კურსის ტუტორი ოთარ გაბელია და მწვრთნელთა განათლების მეკარეების მიმართულების ხელმძღვანელი დავით გვარამაძე.