სიახლეები

B ლიცენზიის მესამე კურსის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 13-16 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე კურსის მესამე მოდული ჩატარდა.

კურსის მსმენელებმა ინფომრაცია შემდეგი თემების შეასხებ მიიღეს: შეტევა, თავდაცვა, გამძლეობა, ძალა, ორთაბრძოლა. მოდული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.

მიმდინარე კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მაღალი მოთხოვნის გამო, B ლიცენზიის ერთდროულად სამი კურსი მიმდინარეობს.