საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ჩართულობით, საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებების ექიმებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო კურსი დაიწყო.
კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. კურსის მსველობისას, მსმენელები დეტალური ინფორმაციას მიიღებენ საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებულ სერტიფიკატი გადაეცემათ.
მონაწილეთა შორის არიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ქალთა ლიგის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები. კურსის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ მიმართა და წარმატება უსურვა.
ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ტარდება.