სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 14-დან 16 აპრილის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა.

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: თამაშის ანალიზი, ნეგატიური გადასვლა, სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია, პრაქტიკული სესიის ანალიზი, პერიოდიზაცია. მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მოდულზე მოწვეული იყო უეფას ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი გენადი სკურტული, რომელმაც კურსის მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

A ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე, რომელიც ექვს მოდულთან ერთად საგამოცდო მოდულს მოიცავს, 21 მონაწილე ირიცხება.

A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.