„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ - მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ორგანიზებული პროგრამა დაიწყო.
2024 წლის კურსზე 18 მონაწილე ირიცხება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ კურსის მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა შედგება 6 მოდულისგან
- მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა
- სტრატეგიული მართვა
- მარკეტინგი და სპონსორობა
- ოპერაციული მართვა
- მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
- ღონისძიებების მართვა
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ფინალური გამოცდა 2024 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.