სიახლეები

B ლიცენზიის მესამე კურსის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე კურსის მესამე მოდული ჩატარდა. 

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: შეტევა, თავდაცვა, ფსიქოლოგია, მოთამაშეთა განვითარება. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მაღალი მოთხოვნის გამო, B ლიცენზიის ერთდროულად სამი კურსი მიმდინარეობს.