საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოინახულა. სფფ-ის წარმომადგენლები სამტრედიას და ხობს ესტუმრნენ, სადაც დათვალიერების პროცესს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, სამტრედიის ტექნიკურ ცენტრში ორი სტანდარტული ზომის მოედანი მოეწყობა. აშენდება გასახდელები, ტრიბუნა და დამონტაჟდება განათება. პროექტის უეფას ჰეთ-თრიქის პროგრამის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.
ხობის ტექნიკური ცენტრის მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა ერთი სტანდარტული ზომით მოედანი ტრიბუნით, გასახდელებითა და განათებით. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად აფინანსებს.
საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.