სიახლეები

სფფ-ის მსაჯთა აკადემიის წლის პირველი კურსი დაიწყო

მსაჯები
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა მსაჯთა აკადემიის 2024 წლის პირველ კურსს მასპინძლობს.

სამსაჯო სწავლების პროგრამაში, თბილისში 64 მსმენელი მონაწილეობს, რომლებიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლების გაივლიან. პროგრამის წარმატებული კურსამდავრებულები მსაჯობას ბავშვთა და მოზარდთა ტურნირებში დაიწყებენ. თბილისში შემდეგ, პროგრამა რეგიონებში გაგრძელდება. მათ შორის, სამეგრელოში, აჭარაში და იმერეთში.

კურსის დაწეყბამდე სფფ-ის მსაჯდა აკადემიის ხელმძღვანლემა, არსენ ნონიკაშვილმა და ფიფას მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. 

პროექტი სფფ-ის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთს განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება

მსაჯთა აკადემიაში რეგისტრაცია გრძელდება: მსაჯთა აკადემიაში სწავლის მსურველებს, აკადემია გთავაზობთ შესაძლებლობას უფასოდ გაიაროთ სამსაჯო პროგრამა და დაეუფლო მსაჯის პროფესიას. მსაჯთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს 16-დან 35 წლამდე. პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე www.msaji.ge