სიახლეები

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

22 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. 

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საქართველოს 2024 წლის საშეჯიბრო დებულება და კლუბებლის ლიცენზირების ეროვნული დებულებები. 

ამას გარდა, დაკმაყოფილდა ქსკ "ნიკეს" განცხადება "ნიკე ლუსოს" სახელით ასპარეზობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქსკ "ნიკე" გასულ სეზონებში "სამეგრელოს ჩხოროწყუს" სახელით ასპარეზობდა.