სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილს ჩემპიონობა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული. 82 და 90 კგ. წონით კატეგორიაში მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 100 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი. 

ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი, 2003 წელს კი, მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზში შეიყვანა.

წარმატებული სპორტული კარეირასთან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული მხატვრულ ფილმებში - "ხარება და გოგია" და "მეოთხე ბრაიტონი".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს.