საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ SGS-მა, სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სისტემას ხარისხის სერტიფიკატი მიანიჭა.
მინიჭებული სერთიფიკატი ადასტურებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია ჩაატაროს კლუბების ლიცენზირება.
აუდიტორული კომპანია SGS, უეფას დაკვეთით, ყოველწლიურად ახორციელებს ხარისხის აუდიტს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.