სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა  აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ლეგენდარული მუსიკოსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილი ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარი იყო, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. სწორედ აზარაშვილს ეკუთვნის საფეხბურთო სტადიონებზე არაერთხელ აჟღერებული სიმღერა "დინამო, დინამო". 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს.