საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა A და მწვრთნელთა PRO ლიცენზიის კურსებს გეგმავს.
უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსზე, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომელსაც გააჩნია ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა და მინიმუმ უეფა-ს მოქმედი „B“ და მეკარეების მწვრთნელთა “B” ლიცენზია. მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსი, ამ განხრით სპეციალისტის განათლების უმაღლესი საფეხურია. უეფას შესაბამის ჯგუფთან თანამშრომლობით, კურსი სრულ თანხვედრაშია მწვრთნელთა კონვენციასთან.
შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების პირამიდის უმაღლესი საფეხურია. ამ სასწავლო კურსზე დარეგისტრირებულ მსურველებს სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან, კანდიდატები ასევე გაივლიან გასაუბრებას.
ამ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს რეგისტრაცია შეეძლებათ მითითებულ ბმულებზე (მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზია / PRO ლიცენზია) მიმდინარე წლის 29 მარტის ჩათვლით.
კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.