2024 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ მატჩებს 152 მსაჯი მოემსახურება.
მათ შორის, 10 პირველი კატეგორიის, 10 მეორე კატეგორიის და 16 მესამე კატეგორიის არბიტრია. პირველი და მეორე კატეგორიის მსაჯის ასისტენტის სტატუსი 20-20 მსაჯს აქვს, ხოლო მესამე კატეგორიის მსაჯის ასისტენტის თექვსმეტს. მეოთხე კატეგორიის მატჩის ოფიციალური პირის სტატუსი აქვს 59 მსაჯს.
2024 წლის ქართველ მსაჯების სრული სია იხილეთ ბმულზე
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ფიფას საერთაშორისო მსაჯების სიაში 18 ქართველი მსაჯი იქნება. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის სტატუსი მოიპოვა მზევინარ შარაშენიძემ, ხოლო სოფო წულაია საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი გახდა. შესაბამისად, ორამდე გაიზარდა ქართველი ქალი არბიტრების და სამამდე ქართველი ქალი ასისტენტების რაოდენობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა რიგებში.
ამასთან, ისტორიაში პირველად, ორმა ქართველი მსაჯმა, გიორგი ავაზაშვილმა და ალეკო აფციაურმა, საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯის სტატუსი მოიოპოვა.