სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე კურსი დაიწყო. 23-დან 26 იანვრის ჩათვლით, კურსის პირველი მოდული ჩატარდა.  

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, მეკარის ტექნიკური მომზადება, რონდოს ფილოსოფია. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. კურსი ოთხ მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. B ლიცენზიის კურსზე 25 მონაწილე ირიცხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად B ლიცენზიის ერთდროულად სამი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა