სიახლეები

2024 წლის საკლუბო სეზონი 1 მარტს დაიწყება

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები ცნობილია.

ახალი სეზონი 1 მარტს, ეროვნული ლიგის გათამაშებით დაიწყება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას კოლხეთი ფოთი 1913 დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, რომელიც 6 მარტს დაიწყება - სართიჭალის შტურმი, დუშეთის არაგვი და რუსთავი შეუერთდებიან.

8 მარტს აიღებს სტარტს ქალთა ლიგის გათამაშება, ხოლო ქალთა ლიგა 2, 30 მარტს დაიწყება. 

2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები

  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - 1 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 - 6 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3 - 7 მარტი
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 - 30 მარტი
  • რეგიონული ლიგა - 1 აპრილი
  • 19 წლამდელთა ოქროს ლიგა - 2 მარტი
  • 19 წლამდელთა ვერცხლი - 30 მარტი
  • 17 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა - 30 მარტი
  • 15 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა - 30 მარტი
  • ქალთა ლიგა - 8 მარტი
  • ქალთა ლიგა 2 - 30 მარტი