სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მსაჯთა რეგისტრაციის პროცესი.
მომავალ სეზონში მსაჯობის მსურველი ყველა მოქმედი მსაჯისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
ფორმები უნდა გამოიგზავნოს სამსაჯო განყოფილების ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]. სარეგისტრაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 იანვარი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში და სარეგისტრაციო ფორმის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
ზემოთხსენებული ინფორმაცია არ ეხება იმ მსაჯებს, რომლებსაც უკვე გამოგზავნილი აქვთ სარეგისტრაციო ფორმა.